Chat on WhatsApp

სიახლეები

  • მთავარი
  • სიახლეები
  • დევიდსვილი • Davidsville - ვივა დეველოპმენტის ახალი პროექტი აღმაშენებლის ხეივანში
29 სექტემბერს 2022

დევიდსვილი • Davidsville - ვივა დეველოპმენტის ახალი პროექტი აღმაშენებლის ხეივანში

ვივა დეველოპმენტის პორტფოლიოს კიდევ ერთი სამშენებლო პროექტი შეემატა სახელწოდებით „დევიდსვილი“ რომელიც, აღმაშენებლის ხეივანში მდებარეობს და რამდენიმე ასეულ საცხოვრებელ ბინას აერთიანებს.

კომპლექსი 3 საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს, სადაც გათვალისწინებულია კომერციული ფართები,  რომლებიც კომპლექსის პირველ სართულზე განლაგდება, ასევე, ღია და დახურული საპარკინგე სივრცეები.

პროექტში ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით, საცხოვრებელი ბინის მინიმალური კვადრატულობა 45 კვ.ით განისაზღვრება.

თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი „ დევიდსვილი“ , ისევე როგორც ვივა დეველოპმენტის განხორციელებული სხვა პროექტები მინიმალისტური, დახვეწილი ექსტერიერითა და ბინების ოპტიმალური გეგმარებებით გამოირჩევა.

ვივა დეველოპმენტის გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, მომავალი მაცხოვრებლებისთვის კომფორტული და ინფრასტუქტურულად გამართული გარემოს შექმნას. ამის გათვალისწინებით, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა დახვეწილი, გამწვანებული მოსასვენებელი სივრცე , საბავშო, გასართობი მოედანი.

 კომპანია მომხმარებელს მასზე მორგემულ გადახდისპირობებს სთავაზობს.

პროექტში ბინების გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყო და დაინტერესებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

მშენებლობა 2024 წელს  დასრულდება

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

წყნეთის გზატკეცილი #15/17, თბილისი

ტელეფონი

032 2 88 08 08

ელ.ფოსტა

sales@viva.ge